თელავში, ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.