თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ეს იქნება უმძიმესი გადაწყვეტილება მისთვის და მისი კარიერისთვის. კალაძემ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სურათს, დადგმული უწოდა.
„არანაირი კრიტიკული მდგომარეობა არ არსებობს, ეს არის მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლები, რომლის მთავარი შემოქმედი და მონაწილე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ ყველაფერი დადგმულია, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი საქონლის, აქედან დაწყებული, გაგრძელებული იმ შოუებით და კონცერტებით რასაც დღეს ვუყურებთ, ეს არის მიზანმიმართული, დადგმული სპექტაკლები, რომელსაც ჰყავს თავისი აქტორები, იმართება სხვადასხვა ქვეყნიდან, გაფორმებულია სხვადასხვა კონტრაქტები, ხელშეკრულებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა წარიმართოს პიარ კამპანია“, - განაცხადა მედიასთან კალაძემ.