"იორდანიაში დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას... ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ იორდანიაში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გადმოეცა წმინდა მიწაზე 4 000 კვადრატული მეტრის მიწა. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ, ძალიან მალე, როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას.
ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.