იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონთან საუბრის შემდეგ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ იტალია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხს განიხილავს.
„მადლობა გადავუხადე ჯორჯია მელონს მისი სოლიდარობისა და უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.
ის მიესალმა იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დამატებითი 10 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფის შესახებ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში ჩასვლის სურვილი დაადასტურა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში მიიწვია.
ნოემბრის შუა რიცხვებში ზელენსკიმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა.
26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა თებერვლის ბოლომდე, გაეროს და გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის მონაწილეობით, სამშვიდობო სამიტის გამართვას აპირებს.