პირი, რომელმაც მარნეულში, მამა და ბაბუა დაჭრა, დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, ბაბუა კი ფილტვშია დაჭრილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.