რუსეთის ძალებმა ხერსონში, საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს.
ამის შესახებ 27 დეკემბერს საღამოს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილ ტიმოშენკომ განაცახდა.
„მათ დაბომბეს ადგილი, სადაც დღეს ორი ბავშვი დაიბადა. შეტევამდე ექიმებმა საკეისრო კვეთის გაკეთება მოახერხეს. მშობიარობის შემდეგ დაწესებულებაში ხუთი ქალია. სასწაულით, არავინ დაშავებულა“, - თქვა ტიმოშენკომ.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ხერსონიდან და ხერსონის ოლქის მთელი მარჯვენა სანაპიროდან ნაწილის გაყვანის შემდეგ, ქალაქი გამუდმებით იბომბება რუსული არტილერიის მიერ დნეპრის მარცხენა სანაპიროდან. 24 დეკემბერს რუსეთის ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი დაიღუპა და 68 დაშავდა.
შეახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში რუსეთის ძალები თავს დაესხნენ მარიუპოლის მე-3 საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას. დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, და დაშავდა სულ მცირე 17 ადამიანი.
რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სამშობიარო სახლი, სავარაუდოდ, უკრაინულმა აზოვის პოლკმა აიღო და იქიდან დაშავებული ქალების ცნობილი რეპორტაჟი დაიდგა.