„მიუღებელია ის, რაც ხდება დღეს, ზეწოლა და ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფნგზე.
„მიუღებელია ინსტიტუტზე, აღარ ვამბობ ქალსა და პრეზიდენტზე, ის რაც დღეს ხდება, ზეწოლა და ბულინგი. სხვათა შორის, არ ვიცი, სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღაც უნდა გამოხატონ. შანტაჟი, მუქარა, დამცირება, რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან.
არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს, ამ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული. სხვადასხვა აზრია და გემოვნება. მემუქრებიან კარიერით, თურმე, ამ კარიერას დავემშვიდობები, სხვა კარიერა მინდა.
ავიწყდებათ, რამდენი წლის ვარ. თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ იცით, რომ კარიერა იქ დავტოვე. მე ეს ქვეყანა მაინტერესებს, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც რატომღაც ყველა ებრძვის.
ვერ ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა, ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს. აქ ვარ მე, აქ ხართ თქვენ. ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმით შანტაჟის მცდელობა იყოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლესთან, თბილისის მერიის ორგანიზებით, საახალწლო სოფელია გახსნილი.