ორივე ძალას აწყობდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს , - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე ძალას აწყობს, მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია.
„რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული?! პირველ რიგში, მიშას {მიხეილ სააკაშვილი} ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ერთნი, როცა აქეზებდნენ - ჩამობრძანდი, ჩამობრძანდი და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ, ან მეორენი, როცა აქეზებდნენ ქართულ ხასიათზე თამაშით - აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი!
ლაჩარი ხომ არ ხარ, ჩამოდი! ორივე ძალას აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ. იმიტომ, რომ ერთი წლის შემდეგ ჩვენ სრულად გაჩერებულები ვართ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს.
სხვა თემის აწევა შეუძლებელია. ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს. ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს, იმიტომ, რომ ამით პასუხი აღარ აქვთ გასაცემი, არცერთ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.