ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელს რუსული სოფელი, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ასეთივე საახალწლო სოფლები ეწყობა ევროპაშიც.
„ვინ ვის უკითხავს მორალს, არ ვიცი. მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია და ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფლები ევროპაში, ვაკეთებთ ისეთს, როგორიც არის ევროპაში. მე პირადად, რუსეთში არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, იმან შეიძლება, გააკეთოს შეფასება, მე წარმოდგენა არ მაქვს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.