საჰაერო ძალები იუწყება, რომ უკრაინის სამხედროებმა სექტემბრის შემდეგ 900-მდე რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ სექტემბრის შემდეგ უკრაინის საზენიტო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 420-ზე მეტი რაკეტა და 430 ირანული წარმოების კამიკაძე-დრონი.
რუსეთი სექტემბრიდან უტევს უკრაინას ირანული წარმოების-კამიკაძე თვითმფრინავებით და ახორციელებს დარტყმებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა მიიღო 250 ირანული თვითმფრინავის ახალი პარტია.
მოსკოვმა აღიარა, რომ უკრაინის ენერგეტიკული სისტემა მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჟენევის კონვენციების თანახმად, სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს.