ბათუმში, 35 წლამდე ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მე-14 სართულიდან ფანჯრის წმენდის დროს გადმოვარდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.