უკრაინა ახალი იარაღის, მათ შორის უფრო მოწინავე იარაღის მიწოდებას ელოდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება დაძაბულია, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა.
- „ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი იარაღის მიწოდებას და უფრო მეტად ველოდებით მოწინავე იარაღს“.
მისივე თქმით ,რუსეთი ახლა სრულიად ჩიხშია და ძალიან მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.
ამასთან, ბუდანოვი ბელორუსის ჯარების მხრიდან რეალურ, გარდაუვალ საფრთხეს ვერ ხედავს. 28 დეკემბერს ბუდანოვმა ბახმუტში უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები მოინახულა.