თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე სილამაზის ცენტრი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 11 000 ლარზე მეტი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ობიექტიდან ნიმუშების აღებაც მოხდა, სამართალდამცავებმა კამერის ჩანაწერებიც ამოიღეს.
ესთეტიკის ცენტრი "გენეზისი" დაახლოებით დილის 05:00 საათზე გაძარცვეს. დადგენილია დამნაშავეთა ვინაობა, მძარცველები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.