მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა Guardian-ს განუცხადა, რომ ებრაელებმა უნდა დატოვონ რუსეთი მანამ, სანამ მათ „განტევების ვაცად“ აქ აქცევენ უკრაინის ომით გამოწვეული გაჭირვებისთვის.
„როდესაც რუსეთის ისტორიას ვიხსენებთ, ვხედავთ, რომ როდესაც პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, ხელისუფლება ცდილობდა მასების რისხვა და უკმაყოფილება ებრაულ თემზე გადაეტანა. ჩვენ ეს ვნახეთ მეფის დროს და სტალინური რეჟიმის დასასრულს“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა.
მისივე თქმით, რუსეთში ანტისემიტიზმის ზრდაა იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უბრუნდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირს, სადაც ეტაპობრივად ეშვება რკინის ფარდა. „ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რუსი ებრაელებისათვის საუკეთესო ვარიანტი ქვეყნიდან წასვლაა“, - განაცხადა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა.
გოლდშმიდტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ებრაული თემის უმეტესობა გაემგზავრა გერმანიაში, ავსტრიასა და რუმინეთში.
მოსკოვის მთავარმა რაბინმა პინჩას გოლდშმიდტმა, თანამდებობა 2022 წლის ივლისში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
ივნისის დასაწყისში, მისმა რძალმა, ავიტალ ჩიჟიკ-გოლდშმიდტმა განაცხადა, რომ რაბინმა დატოვა რუსეთი მას შემდეგ, რაც მასზე „ხელისუფლებამ ზეწოლა სცადა".
ჩიჟიკ-გოლდშმიდტის თქმით, მან უარი თქვა საჯაროდ დაეჭირა მხარი რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლისთვის.
ნოემბრის შუა რიცხვებში ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ზვიმ RTVI-ს განუცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 40 000 რუსი გაემგზავრა ისრაელში მოქალაქეობის ან მუდმივი ბინადრობის ვიზის მისაღებად.