ოფიციალური პირების თქმით, რუსეთმა უკრაინის ქალაქების მიმართულებით ათეულობით რაკეტა გაისროლა. კიევის მერმა ვიტალი კლიშკომ განაცხადა, რომ ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
თავდასხმები ორ დღეში მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხულებით, რომ რუსეთს შეუძლია, მეტი თავდასხმა განახორციელოს, რათა უკრაინელებმა „ახალი წელი სიბნელეში აღნიშნონ“.
კიევში, საახალწლო ზეიმების ფონზე, ხალხი თავშესაფრებში იმალება, რადგან სადილის დროს საჰაერო თავდასხმის სირენების ხმა გაისმა. აფეთქების შედეგად დაზიანებულ სამ რაიონში სასწრაფო დახმარების მუშაკები გაგზავნეს. ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.