მედია: უკრაინის ძალებმა კუნძულ ველიკი პოტომკინსკზე უკრაინის დროშა აღმართეს

უკრაინელი სამხედროები ქვეყნის სამხრეთში დეოკუპაციას განაგრძობენ. არსებობს მტკიცებულება მდინარე დნეპერთან კუნძულის განთავისუფლების შესახებ.

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ველიკი პოტომკინსკის აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის დროშის აღმართვის ვიდეოს TG არხი „უკრაინა 365“ აქვეყნებს.

კუნძული მდებარეობს მდინარე დნიპროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაპირებს შორის ქალაქ ხერსონთან, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა 11 ნოემბერს რუსეთის რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ გაათავისუფლეს.

უკრაინული ძალებს კონტროლის ქვეშ კუნძულის დაბრუნების შესახებ, გენერალური შტაბს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.