NATO: მზად ვართ, საქართველოსთვის მხარდაჭერა გავზარდოთ

NATO მზადაა, კიდევ უფრო გაზარდოს ქართველოს მიმართ მხარდაჭერა. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა.

NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, საუბარია NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე მხარდაჭერის გაძლიერებაზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს კიბერ შესაძლებლობების განვითარებასა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდაზე.

NATO-ს ოფიციალური პირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მედეგობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს.

„NATO-ს საქართველოსთან მყარი პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ნოემბრის ბოლოს, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ესწრებოდნენ.

ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზადაა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ამ ქვეყნების მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, რათა ამ ქვეყნებმა საკუთარი თავდაცვა უზრუნველყონ.

ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, საქართველოს საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით დავეხმარებით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.