SpaceX უკრაინულ ნანოსატელიტს ორბიტაზე გაუშვებს

აშშ-ის კოსმოსური კომპანია SpaceX 3 იანვარს უკრაინულ ნანოსატელიტს (PolyITAN-HP-30) დედამიწის ორბიტაზე Falcon-9 მანქანის გამოყენებით გაუშვებს, იტყობინება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა სატელიტი 2021 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისთვის შექმნეს.

სამინისტროს ცნობით, თანამგზავრი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენება.

უკრაინული თანამგზავრის გაშვება SpaceX-ის Transporter 6-ის მისიის ფარგლებში ფლორიდაში მდებარე კეიპ-კანავერალის კოსმოსური სადგურიდან განხორციელდება. SpaceX არის ამერიკული კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი, გამშვები და სატელიტური კომუნიკაციების კორპორაცია, რომელიც ილონ მასკმა დააარსა.