თეგი: SpaceX

Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა

Starlink-ი უკრაინაში დარეგისტრირდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „Starlink Ukraine დარეგისტრირებულია უკრაინაში, როგორც SpaceX-ის წარმომადგენლობის ოფისი“, - იტყობინება ფედოროვი. როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. ამავე თემაზე Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს

როდის დაიწყებს SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც SpaceX-ის პროექტი Starlink-ი ოპერირებას დაიწყებს, ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა SpaceX-ის ბაზრებთან წვდომის რეგიონულ დირექტორთან ბენ მაკ უილიამსთან შეხვედრისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ, SpaceX საქართველო­ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტის ჩად გიბის განცხადებით, კომპანია მოუთმენლად ელის 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით პირველადი მომსახურების მიწოდების დაწყებას. „SpaceX მიესალმება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, Starlilnk-ისთვის ავტორიზაციის მინიჭების კუთხით, რის შემდეგაც კომპანია საქართველოში ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფართოზოლოვან ინტერნეტს მიაწვდის“, - აღნიშნა Starlink-ის ბიზნესოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, კომპანიის საქართველოში ოპერირებისთვის ნებართვა უკვე გაცემულია. პირველ ეტაპზე Starlink-ის ინტერნეტი საქართველოს მასშტაბით არსებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ყველა ტექნოპარკს მიეწოდება. ილონ მასკის დაარსებული კომპანია SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში. SpaceX-მა საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლისა და საქმიანობის დაწყებით დაინტერესება გასულ წელს გამოთქვა, როცა ლოს ანჯელესში კომპანიის სათავო ოფისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ. საქართველო განხილულია რეგიონში ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწვდის. „ლოს ანჯელესში გამართული შეხვედრის შემდგომ აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ცოტა ხნის წინ საქართველოში SpaceX-ის პროექტ Starlink-ის რეგისტრაციისა და ავტორიზაციის პროცესი დასრულდა. თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი, მაღალი ხარისხის ინტერნეტ წვდომა. შესაბამისად, თანამგზავრული ინტერნეტი ხელს შეუწყობს ციფრული ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო IT კომპანიებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას“, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში. 

SpaceX-მა საიდუმლო ამერიკული თანამგზავრი გაუშვა. ვიდეო

მილიარდერ ილონ მასკის SpaceX-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში Falcon Heavy-ის (მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ოპერატიული რაკეტა) პირველი მისია განახორციელა. მისიის კლასიფიცირებული ხასიათის გამო, დედამიწის ორბიტაზე გადატანილი ტვირთის წონა და მისიის სხვა დეტალები არ არის გასაჯაროებული.  USSF-44-ის ეს მისია თავდაპირველად 2020 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი.

Bloomberg: ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა

SpaceX-ის, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელი მილიარდერი, ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა, იტყობინება Bloomberg. მისმა ქონებამ 340 მილიარდ დოლარამდე 2021 წლის 4 ნოემბრისთვის მიაღწია. ამით ის გახდა მეორე ადამიანი მსოფლიოში ჯეფ ბეზოსის შემდეგ, რომელმაც 200 მილიარდი დოლარის ქონება დააგროვა. ილონ მასკმა 2022 წელს $140 მილიარდი დაკარგა, თუმცა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორეა 2022 წლის მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი ცნობილია - forbes მასკის სიმდიდრის მკვეთრი ვარდნა 2022 წლის ბოლო კვირებში Tesla-ს აქციების დაცემით არის გამოწვეული, მათ შორის 11%-იანი ვარდნა სამშაბათს, 27 დეკემბერს.  

SpaceX უკრაინულ ნანოსატელიტს ორბიტაზე გაუშვებს

აშშ-ის კოსმოსური კომპანია SpaceX 3 იანვარს უკრაინულ ნანოსატელიტს (PolyITAN-HP-30) დედამიწის ორბიტაზე Falcon-9 მანქანის გამოყენებით გაუშვებს, იტყობინება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერებმა სატელიტი 2021 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისთვის შექმნეს. სამინისტროს ცნობით, თანამგზავრი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენება. უკრაინული თანამგზავრის გაშვება SpaceX-ის Transporter 6-ის მისიის ფარგლებში ფლორიდაში მდებარე კეიპ-კანავერალის კოსმოსური სადგურიდან განხორციელდება. SpaceX არის ამერიკული კოსმოსური ხომალდების მწარმოებელი, გამშვები და სატელიტური კომუნიკაციების კორპორაცია, რომელიც ილონ მასკმა დააარსა.  

SpaceX-მა საიდუმლო თანამგზავრი კიდევ ერთხელ გაუშვა

მილიარდერ ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა კიდევ ერთხელ გაუშვა საიდუმლო სამხედრო თანამგზავრები, იუწყება Space.com. ფრენა, სახელწოდებით USSF-67, NASA-ს ფლორიდის კოსმოსური პორტიდან განხორციელდა. SpaceX-მა რაკეტა ადგილობრივი დროით, 17:56 საათზე გაუშვა, რომელსაც სამხედრო საკომუნიკაციო თანამგზავრი და  ხუთი მცირე ტვირთი გადაჰქონდა. ამ საიდუმლო მისიას USSF-67 ეწოდა. SpaceX-მა საიდუმლო ამერიკული თანამგზავრი ნოემბერშიც გაუშვა.  

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი გაშვებიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა

SpaceX-ის კოსმოსურმა ხომალდმა Starship კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე წუთში წარუმატებლობა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. კოსმოსში დაგეგმილი 90-წუთიანი ფრენის ფარგლებში რაკეტა მიწიდან დაახლოებით, 90 კილომეტრით აფრინდა. თუმცა Super Heavy რაკეტის პირველი საფეხური განცალკევების შემდეგ მექსიკის ყურეში აფეთქდა. SpaceX-ის ფრენების მართვის ცენტრმა ძირითად რაკეტასთან კავშირი რამდენიმე წუთის შემდეგ დაკარგა. „კომპანია SpaceX-ის უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Starship, რომელიც განკუთვნილია ასტრონავტების მთვარეზე და მის მიღმა გადასაყვანად, სავარაუდოდ, წარუმატებლობა განიცადა კოსმოსში, შაბათს, მეორე გამოცდის დროს გაშვებიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც მისი პირველი ცდა აფეთქებით დასრულდა,” - წერია Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

SpaceX-მა პირველი სომხური თანამგზავრი და სამხრეთ კორეული სადაზვერვო სატელიტი ორბიტაზე გაუშვა

News.am-ის ცნობით, სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთში შემუშავებული პირველი თანამგზავრი Hayasat-1 კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი იქნება თანამგზავრთან კომუნიკაცია. ფრენა თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ორი დღით გადაიდო. Hayasat-1 არის მეორე სომხური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია კოსმოსში, მაგრამ ის პირველია, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთშივე შეიქმნა. Falcon 9-ს მიერ ასევე გაშვებულია სამხრეთ კორეის პირველი ჯაშუშური თანამგზავრი. სატელიტები კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაიგზავნა.  

SpaceX-მა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი გასაიდუმლოებული მისიით ორბიტაზე გაუშვა

ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა აშშ-ის სამხედრო კოსმოსური თვითმფრინავი X-37B გასაიდუმლოებულ მისიაზე კოსმოსში გაუშვა. როგორც Associated Press-ი წერს, ეს მისია სულ მცირე ორი წელი გაგრძელდება. ბორტზე ადამიანები არ იმყოფებიან. კოსმოსური თვითმფრინავი რაკეტა Falcon Heavy-ით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. ეს X-37B-ს კოსმოსური თვითმფრინავის რიგით მე-7 ფრენაა, მას შემდეგ, რაც მისი დებიუტი 2010 წელს შედგა. მას კოსმოსში ფრენის 10-წლიანი ისტორია აქვს. მეექვსე უეკიპაჟო მისიიდან X-37B დედამიწაზე გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ორბიტაზე 900 დღეზე მეტხანს იმყოფებოდა.  

SpaceX-მა სამხრეთ კორეის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა

ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს, ორბიტაზე წარმატებით განთავსდა. სამხრეთ კორეის მიერ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2025 წლისთვის კომპანიამ ორბიტაზე სამხრეთ კორეის 5 სადაზვერვო თანამგზავრი უნდა განათავსოს. სამხრეთ კორეის პირველი სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან პირველ დეკემბერს წარმატებით გაუშვა. სადაზვერვო თანამგზავრების ერთმანეთის მიყოლებით გაშვება, ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე, კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობებზე უპირატესობის მოპოვებას უკავშირდება. ფხენიანმა გასული წლის 21 ნოემბერს ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა.