თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე.
„განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს!
განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში.
თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.