მარიუპოლში რუსი დამპყრობლები საზღვაო პორტს თანდათან სამხედრო ბაზად აქცევენ.
ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე დაწერა.
„ოკუპანტები ეტაპობრივად აქცევენ საზღვაო პორტს სამხედრო ბაზად. დეკემბრის ბოლოს პორტში მომუშავე მარიუპოლის ყველა მოქალაქე სამსახურიდან გაათავისუფლეს (გარდა ზოგიერთი სპეციალისტ-თანამშრომლისა) და მოსკოვიდან ახალი მუშები ჩამოიყვანეს“.
მერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ მარიუპოლიდან საზღვაო პორტის ზოგიერთი თანამშრომელი ოკუპირებულ ყირიმში დეკემბრის მესამე დეკადაში „გაგზავნეს“.
„ამის შემდეგ მათთან კონტაქტი დაიკარგა, მათი ადგილსამყოფელი ახლობლებისთვის უცნობია“, - წერს ანდრიუშჩენკო.