ბულგარულმა გაზის კომპანია Bulgargaz-მა და თურქულმა სახელმწიფო კომპანია BOTAŞ-მა, ხელი მოაწერეს 13-წლიან შეთანხმებას ბულგარეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებზე და ბუნებრივი აირის ქსელზე წვდომის მინიჭების შესახებ, რათა გაზის მიწოდება შეძლონ.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, „13-წლიანი შეთანხმება ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზის ტრანსპორტირებას და ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებას“.
შეთანხმების თანახმად, ბუნებრივი აირი, რომელსაც ბულგარეთი საერთაშორისო ბაზრებზე შეისყიდის, ჯერ თურქეთში გადამუშავდება, რის შემდეგაც მილსადენით მიეწოდება.
სოფია უკვე გეგმავს წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის სიმძლავრის რეზერვს თურქულ LNG ტერმინალებზე და იმპორტის ხელშეკრულებების გაფორმებას ევროპულ და ამერიკულ LNG მწარმოებლებთან.
ბულგარეთი, რომელიც თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, ცდილობს უზრუნველყოს ალტერნატიული გაზის მიწოდება ხელმისაწვდომ ფასებში მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიწოდება 2022 წლის აპრილში შეუწყვიტა, ბულგარული მხარის მიერ გაზის საფასურის რუბლის გადახდაზე უარის გამო.