უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან ერთ-ერთი ბრძოლის შედეგებზე ისაუბრა, რომლის აღებასაც რუსი სამხედროები და Wagner PMC მებრძოლები რამდენიმე თვეა წარუმატებლად ცდილობენ.
სასაზღვრო სამსახურის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები არტილერიის საფარქვეშ ცდილობდნენ ბახმუტთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციის დაკავებას, რომელსაც მესაზღვრეები, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებთან ერთად იცავენ.
„მესაზღვრეები თავშესაფრებში ელოდნენ საარტილერიო თავდასხმას და როდესაც მტრის ქვეითი ჯარი მიუახლოვდა, მათ ცეცხლი გახსნეს, თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა, მტერმა დანაკარგი განიცადა, გაქცევა დაიწყო. შედეგად, უკრაინელი სამხედროები დაწინაურდნენ დაახლოებით 300 მეტრით და ახალ პოზიციებზე არიან დამაგრებული“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ბახმუტის შტურმის მცდელობები უკრაინაში რუსული ძალების ბოლო წარმატებული ოპერაციიდან, როდესაც მათ მოახერხეს სევეროდონეცკის აგლომერაციის აღება, ნახევარი წელია გრძელდება.
ქალაქს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც სატრანსპორტო კვანძს.