უკრაინის სამხედრო დაზვერვა დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კიბო აქვს.
ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ის დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია ავად არის", - თქვა ბუდანოვმა ჟურნალისტის კითხვის საპასუოდ იყო თუ არა პუტინი ავად.
„ვფიქრობ, მალე მოკვდება. ვიმედოვნებ", – დაამატა ბუდანოვმა.
მისივე თქმით, ომი პუტინის სიკვდილამდე უნდა დასრულდეს.