ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს, გააუქმოს უზენაესი სასამართლოს ზოგიერთი გადაწყვეტილება და ასევე, მთავრობას მეტი უფლება მისცეს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ზომები შეცვლის მოსამართლეთა დანიშვნის ფორმას, რომლითაც ქნესეთს კონტროლი, მთავრობას კი - მეტი უფლებამოსილება მიენიჭება იმ კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ირჩევს.
„ეს რეფორმები გააძლიერებს სასამართლო სისტემას და აღადგენს ხალხის ნდობას მის მიმართ. ხალხი, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, ჩვენ ნაცვლად წყვეტს. ეს დემოკრატია არ არის“, - იარივ ლევინმა.