აშშ-ის საელჩო სოლიდარობას უცხადებს რუსეთის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც უფრო მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის

აშშ-ის საელჩო რუსეთში, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და სოლიდარობას უცხადებს თითოეულს, ვინც უფრო მშვიდობიანი მომავლის შექმნისკენ ისწრაფვის.

ვიდეომიმართვას თან ახლავს რუსული სუბტიტრები.

ვიდეოში სხვადასხვა კადრთან ერთად გამოყენებულია ისტორიული მოვლენების ამსახველი კადრები, რუსი მწერლების, ტოლსტოის და დოსტოევსკის პორტრეტები, ასეევ, სცენა ჩაიკოვსკის ბალეტ „მაკნატუნადან“.

„ისტორიის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს კულტურა და ჩვენი მიღწევები აერთიანებდა. გვჯერა, რომ რაც ხდება, არ იმსახურებთ და ჩვენ სოლიდარულები ვართ თითოეული თქვენგანის მიმართ, ვინც იბრძვის უფრო მშვიდობიანი მომავლის შესაქმნელად“, - აღნიშნულია ვიდეოს აღწერაში.