ვატიკანში, რომის პაპ ბენედიქტე XVI-ს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი პონტიფექსის სასახლეს, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე გამოიტანეს, შეკრებილები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. მალევე დაწყება მესა, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის მოქმედი წინამძღვარი, პაპი ფრანცისკე გაუძღვება.
ბოლო 3 დღის განმავლობაში ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ბენედიქტეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. ვატიკანის ცნობით, პაპის ხსოვნას პატივი დაახლოებით 200-მა ათასმა ადამიანმა მიაგო.
შეგახსენებთ, ბენედიქტ XVI შაბათს, 31 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბენედიქტ XVI კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 2005 წლიდან იყო. 2013 წელს ის პირველი რომის პაპი გახდა ბოლო 600 წლის განმავლობაში, რომელიც პეტრეს საყდრიდან გადადგა.