აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ფილიპ რიკერის წვლილი ადასტურებს აშშ-ის მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისი განცხადება პრაისმა ფილიპ რიკერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„მისი წვლილი კიდევ ერთხელ ადასტურებს მნიშვნელობას, რომელსაც შეერთებული შტატები ანიჭებს, დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს ორმხრივი მდგრადი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებაში, ისევე როგორც ჩვენს მიზანს - მხარი დავუჭიროთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელობით.
ელჩი რიკერის წასვლა არანაირად არ არღვევს შეერთებული შტატების ერთგულებას, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, სტაბილურ, დემოკრატიულ, აყვავებულ, მშვიდობიან მომავალს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
შეერთებული შტატები აგრძელებს ორმხრივ ურთიერთობას თანამოაზრე პარტნიორებთან, როგორიცაა ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ეუთო, ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირდაპირ დიალოგს და მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებულ ან მის შედეგად წარმოშობილ ყველა გადაუჭრელ საკითხზე გადაწყვეტის გზების ძიებას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.