შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარა. სავარაუდოდ, დაიბარებენ ვანო მერაბიშვილსაც.
შსს-მ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინციდენტი ვაკეში, აფთიაქში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით კი, დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა.
ამასთან, ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს.