NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ გაკვეთილებზე საუბრობს. სამი ასეთი გაკვეთილი სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა.
NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის შეუფასებლობა სახიფათოა. სამი გაკვეთილის შესახებ სტოლტენბერგის ციტატები Europetime-მა შეკრიბა.
„ნება მომეცით, გაგიზიაროთ სამი გაკვეთილი, რომელიც მჯერა, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვისწავლოთ უკრაინის ომისგან. პირველ რიგში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია გვჭირდება თავდაცვაში. ეს იყო NATO-ს გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში. ადრეც ბევრჯერ გსმენიათ ამის შესახებ.
ახლა ასევე ვფიქრობ, რომ ყველა ხედავს, რომ უფრო ძლიერი დაცვა გვჭირდება. უფრო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ჯარებით; თანამედროვე აპარატურით; კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით. ეს ფული ღირს.
მეორე გაკვეთილი
საშიშია ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა წმინდა კომერციული საკითხი იყო. რეალობა ის არის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა.
ეს შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან არ უნდა გავიმეოროთ. არანაკლებ ჩინეთთან. ჩვენ არ უნდა გავხდეთ დაუცველები კრიტიკულ ნედლეულსა და პროდუქტებზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო. არ უნდა გავიტანოთ ტექნოლოგია, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება, გამოყენებული იყოს საფრთხედ.
ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (რაც აუცილებელია როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე სამხედრო საქმიანობისთვის) როგორიცაა, პორტები, რკინიგზა, ტელეკომუნიკაციები - 5G ქსელები. ჩვენ კვლავ ვვაჭრობთ ჩინეთთან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ შეილახოს.
მესამე გაკვეთილი
ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“.
მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს.
ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ.
NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს.