აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა კვლავ ვერ შეძლო.
კევი მაკარტის კანდიდატურას კანონმდებლებმა ბოლო სამი დღის განმავლობაში 11-ჯერ უყარეს კენჭი, თუმცა მან საკმარისი ხმების მოპოვება ვერ შეძლო. მაკარტის სპიკერად არჩევისთვის 218 ხმა სჭირდება.
„სიენენის“ ინფორმაციით, კევინ მაკარტი საჭირო 218 ხმის მოსაპოვებლად დათმობებისთვის მზადაა. მათ შორის არის წესების ცვლილების შეთავაზებაზე დათანხმება, რომელიც საშუალებას მისცემს მხოლოდ ერთ წევრს, მოითხოვოს კენჭისყრა მოქმედი სპიკერის გადაყენების თაობაზე.