პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, საკუთარ სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, „საშობაო ზავზე“ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს Twitter-ზე გამოეხმაურა.
„პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, ის თავის სამხედროებს სახლში წაიყვანდა და ომი დასრულდებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას და ვერც უსაფრთხოებას ადამიანებისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას",- წერს ის Twitter-ზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.