უკრაინა, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში მე-15 ადგილზეა.
ერთი წლის წინ უკრაინის არმია 22-ე ადგილზე იყო. ამას მოწმობს საერთაშორისო კომპანია Global Firepower-ის რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო არმიებს ასახელებს.
2023 წელს უკრაინის სიმძლავრის ინდექსი იყო 0,2516. „იდეალური“ ქულაა 0.0000.
„რადგან უკრაინა განაგრძობს თავის დაცვას რუსეთისგან, მან გაზარდა თავისი ინდექსი მიმდინარე წლისთვის [აგრესიაზე, - რედ.], დასავლეთის ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერისა და ახალი საკვანძო კატეგორიების დანერგვის გამო, რაც ხელს უწყობს სიაში საერთო პოზიციას“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.
Global Firepower-ის თანახმად, 2023 წელი შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში.
„გახანგრძლივებული ომის სტრესი და მოთხოვნები, მსხვილ მეზობელ სახელმწიფოზე საბოლოოდ აისახება“, - ნათქვამია Global Firepower-ის ანგარიშში.
მსოფლიოს უძლიერესი არმიების რეიტინგში, უკრაინის მეზობლები არიან ეგვიპტე (14 ადგილი) და ავსტრალია (16).
Global Firepower-ის თანახმად, მსოფლიოს უძლიერესი არმიების ათეულშია აშშ, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, პაკისტანი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.