თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე.
ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს.
დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა.
დოკუმენტის თანახმად „თურქმენეთი და ჩინეთი ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული პარტნიორები არიან“.
მხარეები შემდგომში სრულად განახორციელებენ არსებულ შეთანხმებებს, გააგრძელებენ მოლაპარაკებების პროცესს გაზის სექტორში თანამშრომლობაზე, დააჩქარებენ გალკინიშის გაზსადენის ინდუსტრიული განვითარების მეორე ეტაპის განხორციელებას, თურქმენეთ-ჩინეთის გაზსადენის D ხაზის მშენებლობასა და სხვა მსხვილ ერთობლივ პროექტებს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სერდარ ბერდიმუჰამედოვი საქმიანი ვიზიტით, ჩინეთში იმყოფება.