იტალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა

ჯანლუკა ვიალი დღეს, 2023 წლის 6 იანვარს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის კიბო გახდა. ყოფილი სპორტსმენი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა კიბოს, მაგრამ შობის წინა დღეს მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ვიალიმ სიცოცხლის ბოლო დღეები ლონდონის საავადმყოფოში გაატარა.

ვიალიმ იტალიის ნაკრებში 59 მატჩი ჩაატარა.

„ჩელსისთან“ ერთად იგი გახდა ინგლისის თასის გამარჯვებული, ასევე მოიგო თასების მფლობელთა თასი.

„იუვენტუსის“ კაპიტანმა კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ვიალი ასევე თამაშობდა სამპდორიასა და კრემონეზეში.

საფეხბურთო კარიერის ბოლოს ვიალი იყო „ჩელსის“ მოთამაშე-მწვრთნელი, იტალიის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი და ხელმძღვანელობდა „უოტფორდს“.

2022 წლის ზაფხულში ჯანლუკამ კიბოსთან ბრძოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ სიკვდილის ეშინოდა.