რუსეთის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ კრამატორსკიზე მიიტანეს იერიში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთის ჯარებმა კვლავ დაბომბეს სახანძრო სადგური ხერსონში, არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამის შესახებ სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა სერხი კრუკმა Facebook-ზე დაწერა.
„რუსებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათი ნდობა შეუძლებელია. ჩვენი ქვედანაყოფის მორიგი დაბომბვა. არიან დაღუპულები და დაშავებულები“, - წერს კრუკი.
გარდა ამისა, ოფიციალური პირის თქმით, სულ მცირე ოთხი აფეთქება დაფიქსირდა. ცეცხლი გაუჩნდა კერძო საცხოვრებელ სექტორში მდებარე სახლს, რომელიც სახანძრო სადგურთან მდებარეობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.
„უწმიდესი პატრიარქის კირილის მოწოდებიდან გამომდინარე, ვავალებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, უკრაინაში მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მიმდინარე წლის 6 იანვრის 12:00 საათიდან მიმდინარე წლის 7 იანვარის 24:00 საათამდე ამოქმედდეს“, - ნათქვამია შესაბამის დოკუმენტში.