ბელგიის პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. ოფიციალური შეტყობინება მისი გარდაცვალების შესახებ ბელგიაში, საქართველოს საელჩოში დღეს შევიდა.
ასევე, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. „საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აცხადებენ სამინისტროში.
ამ დროისთვის, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მედიამ 5 იანვარს გაავრცელა.