უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, 6 იანვარს ბახმუტზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.
მათივე ცნობით, რუსული ძალების მიერ, ბახმუტზე საარტილერიო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა 13 ადამიანი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.