რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 50 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა

რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში 50 სამხედრო მოსამსახურე - 33 ოფიცერი და 17 რიგითი და სერჟანტი დაბრუნდა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.

კიდევ ერთი წარმატებული პატიმართა გაცვლა. ჩვენ დავბრუნდით სახლში 50 სამხედრო მოსამსახურე. ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ეროვნული გვარდიის, საზღვრის დაცვის სამსახურის, საზღვაო ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი ერმაკმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის ბოლო გაცვლა.

„ჩვენი ამოცანაა ჩვენი ხალხის დაბრუნება და ჩვენ ამას შევასრულებთ“, - განაცხადა ერმაკმა. 

ცნობისათვის, გასულ წელს რუსეთის ტყვეობიდან 1596 სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მოქალაქე გათავისუფლდა.