თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის მეორე შესახვევში (დავით აღმაშენებლისა და ცოტნე დადიანის ქუჩების დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთი) წყალარინების ქსელის მოწყობა იგეგმება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.
სამუშაოების პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პირდაპირ, ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით და ასევე, უკუმიმართულებითაც.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები 10 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.