ტიხონ ძიადკოს თქმით, „დოჟდმა“ ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

არხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ, ტელეგრამის არხ Plushev-თან ინტერვიუში განაცხადა, (რომელიც რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ყოფილ ჟურნალისტს, ალექსანდრ პლუშევს ეკუთვნის), რომ ტელეკომპანია „დოჟდმა“ ნიდერლანდებში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. 

ძიადკომ დამატებით კომენტარზე უარი თქვა.

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება, ემიგრაციაში მოქმედი დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაში 8 დეკემბერს ღამით შევიდა.