შეერთებული შტატები უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდებით, მათ შორის „ბრედლის“ ქვეითი საბრძოლო მანქანებით, ცდილობს შეცვალოს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარე დინამიკა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრაისმა აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ „სისტემატურად აჩვენა თავისი გამძლეობა“.
„უფრო ფართო დინამიკა“, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განმარტა, არის ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი ჯარისკაცია და ამ ვითარებაში ვაშინგტონს სურს დაეხმაროს კიევს სიტუაციის შეცვლაში.
- Politico: აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს
- აშშ-მ უკრანის უსაფრთხოების ახალი დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა
„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძლიერი დინამიკა, რომლის შეცვლასაც ჩვენ ვცდილობთ დამატებითი უსაფრთხოების დახმარებით”, - თქვა პრაისმა.
კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, შეერთებული შტატები უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.