ავტობანზე მომხდარ ავარიას შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, კაცმა მსუბუქი ავტომობილის საჭე ვერ დაიმორჩილა, რა დროსაც ის დამცავ ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა.
ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია, შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.