უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი შეფასებით, „მტერი ყურადღებას არ აქცევს საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს“.
„ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით. ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას. მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ ასე თავგანწირვით ბრძოლა”, - წერს მალიარი.
მანამდე, რუსულმა წყაროებმა განაცხადეს სოლედარზე „კონტროლის დამყარების” შესახებ.