თეგი: სოლედარი

ზელენსკი სოლედარზე: ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო, მაგრამ რისი მოგება სურდა რუსეთს?

სოლედარში შეიარაღებული ძალების გამძლეობის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და ძალები უკრაინისთვის, მაშინ როცა რუსეთმა მხოლოდ ათასობით სამხედრო დაკარგა. რუსეთის ძალებმა სოლედარზე, ძლიერი შტურმი დაიწყეს ამის შესახებ RBC-Ukraine უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საღამოს ვიდეომიმართვაზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენი ჯარისკაცების ურყევობის წყალობით, იქ, სოლედარში, ჩვენ მოვიგეთ დამატებითი დრო და დამატებითი ძალები უკრაინისთვის და რისი მოგება სურდა რუსეთს იქ? ყველაფერი მთლიანად განადგურდა, თითქმის არავინ დარჩენილა ცოცხალი. 1000-მდე ადამიანი დაკარგეს, ირგვლივ ცხედრებია. დარტყმისგან ნაწიბურები აქვს მიწას. ეს არის ერთგვარი სიგიჟის შედეგი“, - თქვა ზელენსკიმ.  

უკრაინელმა სამხედროებმა სოლედარისა და ბახმუტის მიდამოებში თავდასხმები მოოიგერიეს - გენერალური შტაბი

უკრაინის გენერალურმა შტაბმა დილის მოხსენებაში, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მტრის თავდასხმების მოგერიება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში 13 დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოლედარისა და ბახმუტის ზონეში.  ასე გამოიყურება სიგიჟე, სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით - ზელენსკი „მტერი ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტსა და სხვა მიმართულებებზე, კონცენტრირდება ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში დონეცკის ოლქის აღებაზე, რაც წარუმატებელია“, - ნათქვამია ანგარიშში. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის მიმოხილვაში წერს, რომ რუსული ჯარები შევიდნენ სოლედარისა და ბახმუტის რაიონებში. რამდენიმე რუსი სამხედრო ბლოგერი წერდა, რომ Wagner PMC მებრძოლები წინ მიიწევენ სოლედარში და ბახმუტის ჩრდილო-აღმოსავლეთით სხვა მნიშვნელოვან დასახლებებში, ისევე როგორც ბახმუტის ფარგლებში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებისადმი საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინამ სოლედარის დაცვაში მონაწილეთა გამძლეობის წყალობით მოახერხა „დამატებითი დროისა და დამატებითი ძალების“ მოგება. მისი თქმით, „ახლა რუსი სამხედროების უდიდესი ძალისხმევა სოლედარზეა კონცენტრირებული“. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ანა მალიარმა ორშაბათს განაცხადა, რომ მტერმა გადაჯგუფა, განალაგა „დამატებითი თავდასხმის ნაწილები“, შეცვალა ტაქტიკა და „მძლავრი შეტევა“ დაიწყო სოლედარზე.  

ჰანა მალიარის თქმით, სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ სოლედარისთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება. მისი შეფასებით, „მტერი ყურადღებას არ აქცევს საკუთარი პერსონალის დიდ დანაკარგებს და აქტიურ შტურმს აგრძელებს“. „ჩვენს პოზიციებთან მისადგომები, უბრალოდ, მოფენილია მტრის დაღუპული მებრძოლების ცხედრებით. ჩვენი მებრძოლები მამაცურად აგრძელებენ დაცვას. მხოლოდ ძალიან ძლიერ ერს შეუძლია დიდი და ძლიერი მტრის წინააღმდეგ ასე თავგანწირვით ბრძოლა”, - წერს მალიარი. მანამდე, რუსულმა წყაროებმა განაცხადეს სოლედარზე „კონტროლის დამყარების” შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში

ფრონტზე ვითარება კვლავ რთულია, უკრაინის არმიას ბახმუტსა და სოლედარში თავდაცვის გასაძლიერებლად დამატებითი დანაყოფები გადაჰყავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბახმუტი და სოლედარი ფრონტის ხაზზე ყველაზე სისხლიანი ადგილებია. „მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში - ყველა ცხელი წერტილი ამ მიმართულებით კარგად არის ცნობილი. ყველაფრის მიუხედავად, ბახმუტი უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის უმეტესი ნაწილი რუსეთის დარტყმებმა გაანადგურეს, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ რუსეთის შეტევის მუდმივ მცდელობებს. სოლედარი უძლებს, თუმცა იქ კიდევ უფრო მეტი ნგრევაა და ეს ძალიან რთულია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 7 იანვარს უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობებით, ბახმუტზე ოკუპანტების იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რამდენად ყალბია მოსკოვის ნებისმიერი სიტყვა დონეცკის ოლქში, ქალაქ სოლედარში რუსეთის ბოლო შეტევა ეწინააღმდეგება რუსი პროპაგანდისტების განცხადებებს, რომ რუსეთმა აიღო სოლედარი, განაცხადა ომის კვლევის ინსტიტუტმა თავის ბოლო შეფასებაში. ISW-ს შეფასებით, რუსული ჯარები შორს არიან ბახმუტის ალყაში მოქცევისგან.  

ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ ამის შესახებ ცოტა ხნით ადრე უკრაინის გენერალურმა შტაბმა საღამოს გავრცელებულ განცხადებაშიც გაავრცელა ინფორმაცია. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი „ახლა სახელმწიფო-ტერორისტი და მისი პროპაგანდისტები ცდილობენ შექმნან განწყობა, რომ თითქოს ქალაქ სოელედარის ნაწილი, რომელიც რუსეთის ძალებმა გაანადგურეს, მათი მიღწევაა. მათ ვითარება ასე უკვე წარმოუჩინეს თავის საზოგადოებას, რათა მხარი დაუჭირონ მობილიზაციას და იმედი მისცენ მათ, ვინც მხარს უჭერს აგრესიას“, - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინა: სოლედარში მყოფი ჩვენი სამხდროები მხოლოდ სანახევროდ მოექცნენ ალყაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი მისივე თქმით, ამის მიხედავად ბრძოლა გრძელდება. „დონეცკის მიმართულება დგას. ჩვენ შესვენების გარეშე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ უკრაინის თავდაცვა გავაძლიეროთ. ჩვენი პოტენციალი იზრდება. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, რომლებიც გვეხმარებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.   შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

CNN: უკრაინის ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის

უკრაინის შეიარაღებული ძალები სოლედარში რჩებიან, უკან დახევის ნიშნები არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს, რომლის გადამღები ჯგუფი ქალაქთან ახლოს იმყოფება. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება „ჩვენ დაახლოებით ხუთი მილის, შვიდი კილომეტრის მანძილზე ვართ ადგილიდან, სადაც ბრძოლებია. შეგიძლიათ არტილერიის ხმა გაიგოთ - აფეთქებების უმეტესობა ქალაქის მხრიდან ისმის”, - განაცხადა ამერიკელმა კორესპონდენტმა. CNN-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში უკრაინელი ჯარისკაცები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და საკუთარი ვალდებულებების შესრულებით არიან დაკავებულები - „უკან დახევისა ან გასვლის რამე ნიშნები არ არის”. CNN-ის კორესპონდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ ისინი კავშირს ინარჩუნებენ უკრაინელ ჯარისკაცთან, რომელიც ახლა სოლედარში იმყოფება და იგი ასევე უარყოფს რუსების ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განცხადებებს. „აქ რთულია, მაგრამ უფრო ცოცხლები ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაუჯეროთ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ იქ ვუძლებთ. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად. ხელმძღვანელების გარეშე”, - განაცხადა ჯარისკაცმა. მისი თქმით, შემდგომი 24 საათი გადამწყვეტი იქნება, ვინაიდან, მტერი ქალაქში მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყაში მოქცევას ცდილობს. მისივე თქმით, მტერი კავშირს ახშობს, რის გამოც სხვადასხვა ქვედანაყოფს შორის კოორდინირება რთულდება.  

გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს

აშშ-ის ტექნოლოგიურმა კომპანია Maxar-მა გამოაქვეყნა თანამგზავრიდან გადაღებული ორი ფოტო, რომლებიც უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის ნგრევის მასშტაბს ასახავს. პირველ სურათზე ნაჩვენებია ქალაქი 2022 წლის პირველ აგვისტომდე. მეორეში ნაჩვენებია ქალაქის ნაწილი 2023 წლის 10 იანვრის შემდეგ, სადაც ნაჩვენებია მთლიანად განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები. მარილის უმსხვილესი მომპოვებელი ქალაქი სოლედარი თითქმის მთლიანად განადგურებულია, მაგრამ ბრძოლები გრძელდება და აღმოსავლეთის ფრონტის ხაზი იმართება, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 11 იანვარს. ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 იანვარს განაცხადა, რომ რუსმა მედესანტეებმა სოლედარი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან დაბლოკეს. უკრაინის აღმოსავლეთის სამხედრო სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ უარყო რუსეთის ეს მტკიცება, რომ დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი „რუსეთის კონტროლის ქვეშაა“. „ეს არ არის სიმართლე. დაელოდეთ დეტალებს გენერალური შტაბის (მომავალ) ანგარიშში“, - განაცხადა სპიკერმა. „სოლედარი ბახმუტის ზემოთ მდებარეობს, რუსეთი ცდილობს ეს ტერიტორია დაიპყროს. მისი მიზანია კონტროლი მთელ დონეცკის ოლქზე, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია 2014 წლიდან“, - წერს უკრაინული მედია.

პოდოლიაკი: ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება სოლედარსა და ბახმუტში

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა France-Presse-თან, ომში, უკრაინის ადრეული გამარჯვების პირობები დაასახელა და ასევე სოლედარში არსებულ ვითარებას შეეხო.  „სოლედარში სასტიკი ბრძოლებია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. მისი აზრით, ომი შესაძლოა, უკრაინის გამარჯვებით ჯერ კიდევ 2023 წელს დასრულდეს, იმ პირობით, რომ დასავლეთი გაზრდის იარაღის, კერძოდ, შორი დისტანციის რაკეტებისა და მძიმე ტანკების მიწოდების მოცულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოდოლიაკის აზრით, ომი შეიძლება, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. „მხოლოდ 100 კმ-ზე მეტი მანძილის მქონე რაკეტები მოგვცემს საშუალებას, მნიშვნელოვნად დავაჩქაროთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია“, - განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკი გულისხმობს ამერიკულ ATACMS-ის ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც შეუძლიათ, დაახლოებით 300 კმ მანძილი დაფარონ, - აღნიშნავს სააგენტო. დონეცკის მიმართულებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პოდოლიაკმა თქვა, რომ მთავარი განსხვავება არსებულ ვითარებასა და სხვა ქალაქებისთვის ბრძოლებს შორის არის ის, რომ სოლედარსა და ბახმუტში ამ დროისთვის მშვიდობიანი მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის. „თუკი მარიუპოლში დაღუპულთა 90% მშვიდობიანი მოსახლეობა იყო, სოლედარსა და ბახმუტში ჯარისკაცები არიან“, - თქვა პოდოლიაკმა. მისი თქმით, ეს ქალაქები რუსეთისთვის არანაირ ტაქტიკურ და სტრატეგიულ ღირებულებას არ წარმოადგენს.  

უკრაინის ძალებმა, სოლედარში დაჯგუფება „ვაგნერზე“ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს - უკრაინის სასაზღვრო სამსახური

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, 12 იანვარს უკრაინის ძალებმა, სოლედარში დაჯგუფება „ვაგნერზე“ ნაღმმტყორცნებით იერიში მიიტანეს.  ზელენსკი: სოლედარისთვის ბრძოლა გრძელდება „იერიშის შედეგად, დაქირავებულ მებრძოლებს შორის არის მსხვერპლი მოჰყვა“, - აცხადებენ სასაზღვრო სამსახურში.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ მანამდე, უკრაინის სპეცრაზმმა განაცხადა, რომ 100-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა მას შემდეგ, რაც სოლედარში ბრძოლისას უკრაინულმა მხარემ სარაკეტო დარტყმა განახორციელა.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ოკუპანტები სოლედარის მთლიანად დაპყრობას ცდილობენ შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ISW: რუსეთის ძალები სავარაუდოდ, სოლედარს აკონტროლებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის რეგულარულ მოხსენებაში ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ პირველად აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, რუსულმა ჯარებმა უკრაინის თავდაცვის ძალებს სავარაუდოდ, სოლედარის დასავლეთ გარეუბნიდან უკან დაახევინეს.  ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“.  

უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ - ჰანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინის ძალები სოლედარში თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას ცდილობენ. მისივე თქმით, სოლედარში მძიმე ღამე იყო. „მტერმა თითქმის ყველა ძირითადი ძალები გადაისროლა დონეცკის მიმართულებით და შეტევის მაღალ ინტენსივობას ინარჩუნებს", - წერს მალიარი „ტელეგრამზე“. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.

უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინული მხარე, რუსეთის მიერ გავრცელებულ ცნობებს სოლედარის აღების შესახებ უარყოფს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის სერჰი ჩერევატის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ქალაქში იმყოფებიან. „ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გამოვავლინოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური პოზიცია. მტერმა ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალა გამოიყენა, მაგრამ ჩვენი ძალები მაინც იბრძვიან ქალაქში“, - ამბობს ჩერევატი. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ქალაქს რუსული ძალები აკონტროლებენ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.  

უკრაინის სარდლობა აცხადებს, რომ სოლედარს რუსეთის ძალები არ აკონტროლებენ

„მტერის ძირითადი შეტევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით, განსაკუთრებით სოლედარის რაიონში, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული შენაერთები განაგრძობენ ქალაქის დაცვას", - ამის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის პრესატაშემ სერჰი ჩერევატმა უკრაინული არხების ტელემარათონის ეთერში განაცხადა. უკრაინის არმიას არ დუტოვებია სოლედარი, ბრძოლები ქალაქის შიგნით მიმდინარეობს - უკრაინის შეიარაღებული ძალები „სოლედარის სტატუსი რუსული არ არის. ჩვენი ქვედანაყოფები იბრძვიან, მუდმივ ზარალს აყენებენ მტერს და ყოველდღე ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს ქალაქი მტერს არ ნებდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერმა წარმოუდგენელი ფასი გადაიხადოს“, - ციტირებს ჩერევატს სააგენტო „უკრინფორმი“. მანამდე რუსულმა მილიტარისტულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ვაგნერის PMC“-ის დაქირავებულებმა აიღეს სადგური და სოფელი სოლი, სოლედარის დასავლეთ გარეუბანში. შეტყობინებას ახლავს ფოტო და ვიდეო სადგურის შენობის ფონზე, მაგრამ ამ ინფორმაციის სხვა სანდო დადასტურება არ არსებობს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად დამაჯერებლად აკონტროლებენ რუსები ამ ტერიტორიას.  სოლედარისა და ბახმუტისთვის ბრძოლა აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება - სტოლტენბერგი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამო, სოლედარიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია - დონეცკის გუბერნატორი ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარს აკონტროლებენ თუ მთლიანად არა, მის უდიდეს ნაწილს მაინც. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სოლედარზე კონტროლის ნაწილობრივ დამყარება არ არის ოპერატიული მნიშვნელობის მოვლენა და არ ნიშნავს, რომ გარდაუვალია რუსეთის მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევა. უკრაინული ძალები უწყვეტად მიიღებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ბახმუტის და სოლედარის დასაცავად - ზელენსკი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის მიერ სოლედარზე კონტროლის დამყარება, საუკეთესო შემთხვევაში არის ტაქტიკური, „პიროსის გამარჯვება“. 12 დეკემბერს გავრცელდა სატელიტური ფოტოები, რომლებიც სოლედარში ნგრევის მასშტაბს ასახავს.