აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ უკვე მომავალ კვირას, 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემის გამოყენების შესწავლას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. უკრაინელი ჯარისკაცები სწავლებას ოკლაჰომაში მდებარე სამხედრო ბაზა „ფორტ სილში” გაივლიან.
ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მე შემიძლია, დავადასტურო, რომ უკრაინული ძალების წვრთნა „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემაზე, მომავალ კვირას, დაიწყება“, - განაცხადა რაიდერმა.
მისივე თქმით, წვრთნა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
რაიდერმა განმარტა, რომ ტრენინგი ჩვეულებრივ, ერთ წლამდე გრძელდება. თუმცა გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების კურსი დაჩქარდეს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-მ ხსენებული თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ 21 დეკემბერს გამოაცხადა.