„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გორის საკრებულოს დეპუტატის, კახა ლობჟანიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისს თავს დაესხნენ.
როგორც ლობჟანიძე აცხადებს, ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ მართული.
"ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. მსგავსი შემთხვევა პირველად არ მომხდარა. დილით მოსულებს ჩამტვრეული დაგვხვდა მინა. ხედავთ, რამხელა ზომის ქვა აქვს ნასროლი. გამოვიძახეთ პოლიცია და მათი თანდასწრებით გავხსნით კარს. წინა შემთხვევაში კამერის ჩანაწერებიც მივაწოდეთ, მაგრამ პასუხი არავინ გაგვცა.
ვფიქრობთ, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ მართული და ხელისუფლების დაკვეთით გაკეთებული, აქ ყველა სტრუქტურაა ჩართული, მათ შორის ძალოვნებიც, რადგან არ იძიებენ ამ საქმეებს“, – განაცხადა ლობჟანიძემ.
ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.