იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ანტონიო ტაიანმა განაცხადა, რომ იტალია მზად არის, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნოს.
ამის შესახებ იტალიური ANSA იტყობინება.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინისთვის. ჩვენ მზად ვართ, მეტი იარაღი გამაგზავნოთ. [...] ცხადია, პარლამენტს ამის გაკეთებამდე ეცნობება. ჩვენ გავგზავნეთ 50 ტონაზე მეტი ელექტრო მასალა ელექტროენერგიის აღდგენისთვის“ განაცხადა ტაიანმა.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე, იტალიური მხარე ამჟამად საფრანგეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.