აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო

აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის სისტემის გათიშვის გამო, 8 000-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო, 1 200-ზე მეტი კი გაუქმდა. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრას ტექნიკური სამსახური ამ დრომდე ცდილობს.

მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც გამოძიება და ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.