ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ, იტყობინება Wall Street Journal ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, ფასების ლიმიტის ამოქმედდება 5 თებერვლიდან იგეგმება.
WSJ-ის მიხედვით, ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ ახალ ჯარიმებს შეიძლება, უფრო დიდი ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს და ბაზრის დამკვირვებლები იმედოვნებენ, რომ რუსეთს უფრო გაუჭირდება პროდუქციის ექსპორტისთვის სხვა გზის არჩევა.